"იუვენტუსმა" მაურო იკარდის ალტერნატივა მონახა !

7-07-2019, 02:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის შესაძლო შემცვლელი მონახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევის გადაბირების სურვილი მოულოდნელად "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუჩნდა, რომელიც "ნერაძურის", სერია ა-ს ჩემპიონებზე უფრო დიდ თანხას სთავაზობს.

ცნობების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით, იტალიური გრანდი, "რომას" ბოსნიელი ვარსკვლავის, ედინ ჯეკოს გადაბირებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 33 წლის მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად მხოლოდ 25 მილიონ ევროს შეადგენს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით