ნიკოლას პეპე "ლივერპულთან" კონტაქტს აწარმოებს !

7-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "ლილის" კოტ-დ'ვუარელი თავდამსხმელი, ნიკოლას პეპე, მერსესაიდულ "ლივერპულში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ლიგა 1-ის ვარსკვლავის წარმომადგენლები, ინგლისურ გრანდის ხელმძღვანელობასთან კონტაქტს, უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში აწარმოებენ.

ცნობების მიხედვით, "ლილი" გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის გასხვისებას, მხოლოდ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით