ლიონელ მესი: "ამ კორუფციაში მონაწილეობას არ უნდა ვიღებდეთ !

7-07-2019, 12:08

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი, 2019 წლის "კოპა ამერიკის" გათამაშებაზე საუბრობს:

"ამ კორუფციაში მონაწილეობას არცერთი ნაკრები არ უნდა იღებდეს, ყოველთვის ვცდილობ სიმართლე ვთქვა და არ აქვს მნიშვნელობა თუ ამის გამო პასუხის გება მომიწევს, ეს ყოველივე ბრაზილის წინააღმდეგ ჩემმა განცხადებამ განაპირობა."

"თამაშის გათანაბრების საშუალება გვეძლეოდა თუ სერხიო აგუეროს წაქცევის შემდეგ, მსაჯი სამართლიანად 11 მეტრიანს დანიშნავდა, თუმცა მან ვიდეო რეფერიც კი არ შეამოწმა, ამას კი ბოლოს მეტოქის მე-2 გოლი მოყვა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 32 წლის თავდამსხმელმა, მე-3 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, 38-ე წუთზე, ბევრისთვის უსამართლოდ, წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით