კოუტინიო "ლივერპულში" ბრუნდება?

6-07-2019, 23:55

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფრო ფანჯრის დროს, "ლივერპული" კატალონიელთა რიგებიდან, ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებას ეცდება.

როგორც ცნობილია, ინგლისური კლუბის ბოსები მზად არიან კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 53 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 8 გატანილი გოლით მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით