კარიერაში მე-2 წითელი ბარათი ლეო მესის - რა მოხდა "კორინთიანსის არენაზე"?

7-07-2019, 13:17

კოპა ამერიკის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაში არგენტინელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"კორინთიანსის არენაზე" თამაშის 37-ე წუთზე კაპიტნებს შორის ინციდენტი მოხდა - გარი მედელი ხისტად თამაშობდა, მესიმ კი მას ხელი კრა.   ჩილელი არგენტინელს საჩხუბრად მივარდა.

პარაგვაელმა მსაჯმა დე ვივარმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი მისცა. მოედანზე შეხლა-შემოხლა გრძელდებოდა, თუმცა ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გუნდებმა 10-10 კაცით გააგრძელეს თამაში.

მესის კარიერაში  აღნიშნული მეორე წითელი ბარათია. პირველი არგენტინის ნაკრებში მისთვის სადებიუტო მატჩში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო 2005 წელს, როცა მეტოქე ვილმოშ ვანჩაკს იდაყვი ჩაარტყა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით