დე ლიხტი სარის ესაუბრა

7-07-2019, 18:30

ტურინის "იუვენტუსი" რომ მატიას დე ლიხტის დამატებით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

Sky Italia-ს ინფორმაციით, "ბებერი სინიორას" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი უკვე ესაუბრა ჰოლანდიელ მცველს.

წყაროს ცნობით, "აიაქსის" კაპიტანმა თავად მოისურვა საუბარი, რათა ტურინული გრანდის სამომავლო გეგმები გაეგო.

როგორც ცნობილია, დე ლიხტი მოხიბლულია "იუვენტუსის" გეგმებით და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კლუბთან კონტრაქტის დეტალებსაც შეათანხმებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით