დე ხეა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა

7-07-2019, 19:35

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, დავიდ დე ხეა "მანჩესტერთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანელი ფეხბურთელის აგენტი, ხორხე მენდეში უკვე ესაუბრა კლუბის წარმომადგენლებს და კონტრაქტის პირობები წარუდგინა.

წყაროს ცნობით, ესპანელ კიპერს ანაზღაურების სახით კვირაში 350'000 ფუნტი სურს. იგი კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და მისი ხელფასი კვირაში 200'000 ფუნტია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით