მილანში იკარდის "იუვენტუსისთვის" მიყიდვას გამორიცხავენ

7-07-2019, 21:50

მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანის "ინტერს" ლიდერი, მაურო იკარდი დატოვებს.

აღნიშნულ თემაზე "ნერაძურის" CEO-მ, ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელი ფორვარდის "იუვენტუსში" გადასვლას არ დაუშვებენ.

"როდესაც ფეხბურთელის მომავალი წყდება, ჩვენ მასზეც ვფიქრობთ. თუმცა, ამავე დროს აუცილებელია გუნდის ინტერესებიც გათვალისწინებაც."

"ვიცით, რამდენად კარგია დიბალა, მაგრამ მისი და იკარდის გაცვლა უტოპიას გავს. დაველოდებით მომავალს, თუმცა, მისი ტურინში წასვლა წარმოუდგენელია." - აცხადებს მაროტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით