რაზე ისაუბრეს რონალდომ და სარიმ? დეტალები ცნობილია

7-07-2019, 22:34

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, აურელიო კაპალდიმ კრისტიანო რონალდოსა და მაურიციო სარის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

"სარის სურდა, რომ პორტუგალიელს შეხვედროდა. შესაბამისად, დასვენების ნაცვლად იგი კანში ჩაფრინდა და მას შეხვდა."

"მასთან ერთად "იუვეს" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩიც იმყოფებოდა, თუმცა, რონალდოს პირისპირ შეხვედრა სურდა."

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სარიმ თავისი იდეების შესახებ ისაუბრა და ჰკითხა, თუ რომელ პოზიციაზე სურდა თავად თამაში."

"რონალდომ კი უპასუხა, რომ მისთვის მთავარია გუნდის წარმატება და მნიშვნელობა არ აქვს, მარცხნივ ითამაშებს, მარჯვნივ თუ ცენტრში. ამ საუბრით ორივე კმაყოფილი დარჩა." - აცხადებს კაპალდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით