კონტე: "ინტერის" მწრთვნელობას მიღწევად არ ვთვლი"

7-07-2019, 22:42

მილანის "ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მედიის წარმომადგენლებთან მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.

"მიყვარს ისეთი გამოცდა, როცა მოგების შანსი მხოლოდ ერთი პროცენტია. მუშაობა სწორედ ამ ერთადერთ პროცენტზე მომწონს".

"ინტერის" მწვრთნელობას ჩემი კარიერის ყველაზე რთულ გამოცდილებად არ მივიჩნევ, მაგრამ მჭირდება დრო იმისთვის, რომ სპალეტის მიღწევა გავაუმჯობესო".

"სპალეტიმ გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც "ინტერი" ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ ახერხებდა. ლუჩიანომ კი ეს ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ამიტომ მან სამუშაოდ კარგი სიტუაცია დამიტოვა".

"ჩვენი მიზანია, ვიყოთ უფრო სტაბილურები და უფრო საიმედოები".

"რაც შეეხება იკარდისა და ნაინგოლანს, გუნდს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიეღო. მეც ასეთი აზრი მაქვს, გუნდმა და მწვრთნელმა ისე უნდა იმუშაონ, როგორც ერთმა მთლიანობამ", - კონტეს სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით