რა შემთხვევაში დაბრუნდება დანი ალვეში "ბარსელონაში"?

7-07-2019, 22:58

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი დანი ალვეში რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

წყარო ცნობით, კატალონიური გუნდი ბრაზილიელ ფეხბურთელს იმ შემთხვევაში გაიფორმებს თუ ზაფხულში "ნოუ კამპს" ნელსონ სემედუ დატოვებს.

დანი პორტუგალიელის ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა არა მთავარი.

ალვეშის ბოლო გუნდი :პარი სენ ჟერმენი" იყო, სადაც 2017 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მცველმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით