ფელიში: "ატლეტიკოში" დიდი მიზნები მაქვს"

7-07-2019, 23:19

მადრიდის "ატლეტიკოს"  ახალწვეულმა ჟოაო ფელიშმა მედიის წარმომადგენლებთან გუნდში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს სურს. ასეთი შანსი მეც მომეცა. აქ იმიტომ ვარ, რომ ბოლომდე დავიხარჯო".

"ატლეტიკოს" დიდი ხანია ვაკვირდები, ვნახე, როგორ გახდა ეს გუნდი ესპანეთისა და ევროპა ლიგის ჩემპიონი, გარდა ამისა, "ატლეტიკომ" ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა".

"დიეგო სიმეონე არის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ძალიან დიდ ენერგიას აძლევს. ის ჩვენ გვეხმარება. მისი ხელმძღვანელობით არაერთ პორტუგალიელს უთამაშია, მინდა რომ მათზე უკეთესი ვიყო. პოზიტიურად ვარ განწყობილი. მსურს, წარმატებას მივაღწიო და "ატლეტიკოს" ვარსკვლავი გავხდე", - განაცხადა ფელიშმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით