ლიონელ მესის სანაკრებო ფეხბურთიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება !

8-07-2019, 12:26

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის, სანაკრებო ფეხბურთიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც 32 წლის თავდამსხმელმა 2019 წლის "კოპა ამერიკის" გათამაშებას, კორუფციულად ჩატარებული უწოდა, "CONMEBOL-მა" ამ საკითხის გამოძიება დაიწყო.

ცნობების მიხედვით, მესიმ შესაძლოა არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი, არამედ 2020 წლის "კოპა ამერიკაც" კი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, პროტესტის ნიშნად, ბრინჯაოს მედლების დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით