მაქსი გომესი "ვესტ ჰემში" ტრანსფერს უახლოვდება !

8-07-2019, 14:33

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ვიგოს "სელტას" ურუგვაელი თავდამსხმელი, მაქსი გომესი, ლონდონის "ვესტ ჰემში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელებს, ინგლისურ გუნდმა, 22 წლის შემტევის გადასაბირებლად, 45 მილიონი გირვანქა და ამასთან ერთად, არგენტინელი ნახევარმცველი, მანუელ ლანზინი შესთავაზა.

ცნობების მიხედვით "სელტა" ამ ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში განაცხადებს თანხმობას, თუ სანაცვლოდ, ჩიჩარიტო ერნანდესს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 31 წლის მექსიკელი ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "ოლიმპიკ ლიონია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით