"მანჩესტერ იუნაიტედის" რადარზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გამოჩნდა !

8-07-2019, 14:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ლაციოს" სერბი ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის ინგლისური გრანდი, ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრაში იბრძოდა.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედის" პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი მზადაა სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელის სანაცვლოდ, 55 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით