მილანის "ინტერი" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე აჩქარებას არ გეგმავს

8-07-2019, 15:16

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის საკითხზე გეგმები შეცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი, 26 წლის შემტევის სანაცვლოდ, 90 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობების მიხედვით, "ნერაძურიმ" მისთვის მიუღებელი თანხის დასახელების შემდეგ, სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყო და "რომას" ბოსნიელ ლიდერს, ედინ ჯეკოს მიადგა.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული 33 წლის მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით