რატომ თქვა ჟოზე მოურინიომ უარი 100 მილიოანიან კონტრაქტზე ?!

8-07-2019, 16:33

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარ მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, ჩინეთში წასვლაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში, დალიან "იფანგი" ეპატიჟებოდა.

ცნობების მიხედვით, აზიური გუნდისგან მოურინიომ 100 მილიონიანი შეთავაზებაც კი მიიღო, თუმცა მისი სიტყვებით, უკონკურენტო გარემოს, დიდი ანაზღაურება ვერასდროს გადაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისური "ნიუკასლის" ესპანელის თავკაცის, რაფაელ ბენიტესის გადაბირება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით