ოფიციალურად: ელშაარავის მომავალი კლუბი ცნობილია

8-07-2019, 17:04

ოფიციალური ინფორმაციითმ იტალიური "რომას" ყოფილი თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას "შანხაი შენხუაში" გააგრძელებს.

26 წლის ფეხბურთელი "შენხუასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით სულ 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჩინურ მხარეს ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა.

რამდენიმე დღის წინ, ელ შაარავიმ თავად განაცხადა, რომ ევროპის დატოვებას არ აპირებდა, რადგან კვლავ მაღალ დონეზე თამაში სურდა.

გასულ სეზონში იტალიელმა სერია ა-ში რომაული გუნდის მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფარაონს "მგლებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით