"იუვენტუსმა" დე ლიხტთან შეთანხმებას მიაღწია

8-07-2019, 17:57

ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანთან მატიას დე ლიხტთან "იუვენტუსმა" შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია.

გარიგების შესახებ ინფორმაციას დე ლიხტის აგენტი, ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლა ადასტურებს. 

რაიოლას განცხადებით, ფეხბურთელმა და "იუვენტუსმა" საბოლოოდ ყველაფერზე მოილაპარაკეს.

ახლა ურთიერთობა უშუალოდ კლუბების დონეზე მიმდინარეობს და, დიდი ალბათობით, ტრანსფერი ოფიციალურ სახეს კვირის ბოლომდე მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით