გაბრიელ ჟესუსი: "შესაძლოა, ვიღაცისთვის მევნო"

8-07-2019, 18:43

კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გაბრიელ ჟესუსი მინდვრიდან გააძევეს, რაც ამ უკანასკნელმა ზედმეტად ემოციურად განიცადა.

მატჩის შემდგომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა.

"ამ მომენტში სიბრაზეს ვგრძნობდი. ეს იყო ემოციისა და გაბრაზების ნარევი."

"მსურს, რომ გარშემომყოფებს ბოდიში მოვუხადო. შესაძლოა, ვიღაცისთვის ზიანიც კი მომეტანა და მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა."

"მსურდა, რომ უბრალოდ გუნდისთვის რაიმე ღირებული გამეკეთებინა და ეს ემოციებიც ამან გამოიწვია." - აცხადებს ჟესუსი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით