ერერამ პარიზში წასვლის მიზეზი გაამხილა

8-07-2019, 19:57

"პსჟს" ახალწვეულმა, ანდერ ერერამ პარიზული გუნდის არჩევის მიზეზი დაასახელა.

"მანჩესტერში ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფანებსა და გუნდში მომუშავე პერსონალს. აქ შესანიშნავი დრო გავატარე."

"ახლა კი მოხარული ვარ, რომ ამ დიდებულ ქალაქში ჩამოვედი. აქ ყველაფერი მომწონს, სტადიონიდან დაწყებული ფანებით დამთავრებული."

"როდესაც "იუნაიტედს" ტოვებ, შეუძლებელია ინგლისში მისი დონის გუნდში გადახვიდე. სწორედ ამიტომ, მე ავირჩიე კვლავ საუკეთესო, ოღონდ ამჯერად სხვა ქვეყანაში." - აცხადებს ერერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით