ნეიმარმა "პსჟს" ვარჯიში გამოტოვა

8-07-2019, 23:05

დღეს "პსჟმ" 2019/20 წლების პრე-სეზონისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები დაიწყო.

პირველ ვარჯიშზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან უკლებლივ ყველა დაესწრო, გარდა ბრაზილიელი ნეიმარ ჯუნიორისა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, პარიზში ამ დრომდე არ იციან, თუ სად იმყოფება 27 წლის ფეხბურთელი და რა გეგმები აქვს მას.

როგორც ცნობილია, ნეიმარმა საბოლოოდ გადაწყვიტა კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგება და ვარჯიშზე არ დასწრებით იგი ერთგვარ პროტესტს გამოთქვამს ტრანსფერის გაჭიანურების გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით