ნეიმარ ჟუნიორი ვარჯიშზე არ გამოცხადდა !

9-07-2019, 02:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელს მიუხედავად კოჭის ტრავმისა, 8 ივლისს, პარიზული გრანდის სავარჯიშო მოედანზე, კვლევებისთვის უცდიდნენ.

ცნობების მიხედვით, ნეიმარმა გაურკვეველი მიზეზების გამო, "პსჟ-ს" ბაზაში მისვლაზე უარი განაცხადა, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელობამ, სადამსჯელო ღონისძიებებზე ფიქრი უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით