"მანჩესტერი" პოლ პოგბას ტრანსფერს დათანხმდა

9-07-2019, 02:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გასხვისების საკითხზე თანხმობა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად გუნდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი 26 წლის შუახაზელის ტრანსფერზე მკაცრ უარს ამბობდა, თუმცა მოთამაშის აგენტის, მინო რაიოლას ინტერვიუს შემდეგ, მან აზრი შეიცვალა.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედი" პოგბას სატრანსფერო ღირებულებას ამჟამად 150 მილიონ გირვანქად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით