ფაბიან რუისი მადრიდის "ატლეტიკოს" უახლოვდება !

9-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", იტალიური "ნაპოლის" ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როხი ბლანკო" 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებას, ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში სცდილობდა.

ცნობების მიხედვით, ნეაპოლიტანელები რუისის სატრანსფერო ღირებულებაზე უკვე შეჯერდნენ და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო შუახაზელი, 55 მილიონ ევროდ შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ პროფესიონალური კარიერა, 2014 წელს, სევილიურ "რეალ ბეტისში" დაიწყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით