"პარი სენ-ჟერმენი" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უახლოვდება !

9-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", იტალიური "ლაციოს" სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი მზადაა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 65 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "პსჟ-ს" მილინკოვიჩ-სავიჩის გადასაბირებლად კონკურენციის გაწევა ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედთისთვის" მოუწევს, რომელიც სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო შუახაზელს თვალყურს უკვე დიდი ხანია ადევნებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით