მიუნხენის "ბაიერნი" კალუმ ჰადსონ-ოდოის გადაბირებას 2020 წლის ზაფხულში ეცდება !

9-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნმა", ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი თავდამსხმელის, კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერის საკითხზე გეგმები შეცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავის შეძენაზე უარს ამბობს და მზადაა მისი თავისუფალი აგენტობის პერიოდს დაელოდოს.

ცნობების მიხედვით, ჰადსონ-ოდოის, ინგლისურ კლუბთან გაფორმებული ამჟამინდელი კონტრაქტი, 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით