ბეილიმ სუპერ შემოთავაზება მიიღო

9-07-2019, 13:51

გამოცემა El Chiringuito ავცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მიიღო.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ჩინური კლუბი, რომლის სახელიც არ სახელდება, მზადაა, უელსელს კვირაში 1.3 მილიონი ევრო გადაუხადოს, ამ შემთხვევაში მისი ხელფასი ორჯერ გაიზრდება. 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩინურ მხარეს ბეილის გადაბირება უფასოდ სურს.

გასულ სეზონში ბეილმა ლა ლიგაში "რეალის" მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

უელსელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით