მუნიე: "ხელმძღვანელობამ ჩემი აზრი იცის, დანარჩენს თვითონ გადაწყვეტენ"

9-07-2019, 14:17

ფრანგულ მედიაში იწერება, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ბელგიელი მცველის ტომას მუნიეს გადაბირება პრემიერლიგის არაერთ გუნდს სურს.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი თავად მუნიემ გააკეთა.

"კლუბმა ჩემი შეხედულებები შესანიშნავად იცის და იცის, რომ "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება არ მინდა".

"მზად ვარ, აქ ჩემი მეოთხე სეზონი ჩავატარო და გუნდთან ახალი კონტრაქტიც გავაფორმო. ახლა ყველაფერი ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს".

"პარიზში თავს კარგად ვგრძნობ. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ოჯახთან ერთად მუზეუმებში, კინოთეატრებში დავდივარ. პარიზი საოცარი ქალაქია", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს France Football-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით