პაკეტა: "ხმებს ნუ აყვებით"

9-07-2019, 14:43

იტალიური "მილანის" ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ მედიის წარმომადგენლებთან "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"პარი სენ-ჟერმენთან" ჩემი დაკავშირება მხოლოდ სპეკულაციაა".

"მილანში" ჯერ მხოლოდ ახლა მოვედი და ადაპტაციას გავდივარ. თანაც აქ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. მინდა, რომ გუნდთან ერთად კარგი სეზონი მქონდეს და გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი",-განაცხადა ბრაზილიელმა.

ლუკას პაკეტა "როსონერის" მიმდინარე წლის იანვარში "ფლამენგოდან" შეუერთდა. მას შემდეგ მან "მილანის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პაკეტამ ნაკრებთან ერთად ახლახან კოპა ამერიკაც მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით