ზიდანი: "პუტინზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია"

8-07-2019, 23:21

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა რუსეთის პოლიტიკასა და ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა.

მოდით, გავიხსენოთ რას ამბობდა ფრანგი ლეგენდა:

"რუსი ქომაგებისგან მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას. მთელი საფეხბურთო კარიერის დროს მათგან არაერთი გამამხნევებელი წერილი მიმიღია. ასე რომ, ყველაფერი რაც რუსეთთან ასოცირდებოდა, მიყვარს. ამ სახელმწიფოში კარგი ჩამოყალიბებული სისტემაა, მმართველობაც კარგია. პუტინზე კი მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ნამდვილი ლიდერი და კარგი პრეზიდენტია, რომელიც ხალხზე, მსოფლიო მშვიდობაზე და ფეხბურთზეც ზრუნავს".

"ადრე სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებდი აქ ჩამოსვლას. თუმცა, 1992 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას მერე ხშირად ვსტუმრობ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს. ეს ფანტასტიკური ქვეყანაა ფანტასტიკური ხალხით", - განაცხადა ზიდანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით