ინგლისელი ფეხბურთელი: "ცოტა ხანში ვაღიარებ, რომ გეი ვარ"

10-07-2019, 02:26

სულ ცოტა ხნის წინ, "Twitter-ზე" შეიქმნა გვერდი სახელწოდებით "FootballGay", რომლის პროფილიდანაც სოციალური მედიის ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გავრცელდა:

"ამჟამად ინგლისის მე-2 დივიზიონში, ანუ ჩემპიონშიპში ვასპარეზობ, ორიენტაციით უმრავლესობისგან განვსხვავდები და გეი ვარ, რითაც ვამაყობ, ჩემს ვინაობას მალევე შეიტყობთ."

"ნისლიანი" ალბიონის გულშემატკივრებში ამ ყოველივემ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვინაიდანაც ზემოთ ხსენებულმა გვერდმა, უკვე მოახერხა 17 000 Follower-ის დაგროვება.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მოთამაშე პრემიერ ლიგაში, რომელმაც ჰომოსექსუალობა საჯაროდ აღიარა, (2014 წელს) ტომას ჰიტცლშპერგერია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით