ლიონელ მესის რესტორანი, 15 დღის განმავლობაში, არგენტინელებს უფასოდ გაუმასპინძლდება !

10-07-2019, 02:34

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sun Football" იუწყება, არგენტინაში ბოლო პერიოდში გავრცელებული მოვლენების საპასუხოდ, კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, გადაწყვიტა მისი ქვეყნის მოსახლეობას დახმარებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის თავდამსხმელის პირადმა რესტორანმა, "Bar VIP-მა", არგენტინელებისთვის საკვების უფასოდ გაცემა დაიწყო.

ცნობების მიხედვით, მომავალი 15 დღის განმავლობაში, დილის 7 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ყველას შეეძლება: ყავის, გაზიანი სასმელების, საუზმის, სადილის, ვახშმისა და ღვინის უფასოდ მირთმევა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში შიმშილობის გამო, სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოში 5 ადამიანი გარდაიცვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით