ქართველი ფეხბურთელი, რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კაპიტანი იქნება !

10-07-2019, 02:38

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ეროვნებით ქართველი ცენტრალური მცველი, გიორგი ჯიქია, მომდევნო სეზონს, მის გუნდში, მოსკოვის "სპარტაკში", უკვე კაპიტნის რანგში დაიწყებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიცვალა კლუბის ვიცე-კაპიტნის ვინაობაც, რომელიც ჯიქიას თანაგუნდელი, რომან ზობნინი გახდება.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული მიღწევის შესახებ "სპარტაკმა" რამდენიმე დღის წინ, მის ოფიციალურ "Twitter-ზე" გააკეთა განცხადება და გიორგის წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ჯიქია და ზობნინი მოსკოველთა მაისურით, 2016 წლიდან ასპარეზობენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით