მინო რაიოლა: "პოლ პოგბას ცუდი არაფერი გაუკეთებია !"

10-07-2019, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა, მის კლიენტზე საუბრობს:

"პოლს ცუდი არაფერი გაუკეთებია და მას უპატივცემულობაში ვერავინ დაადანაშაულებს, მეტიც, მან გუნდის ღირსებისთვის გარკვეულ ვარიანტებზეც კი უარი განაცხადა."

"იუნაიტედმა" პოგბას მდგომარეობა უკვე დიდი ხანია იცის და სამწუხაროა, როდესაც გულშემატკივრები რეალური ინფორმაციის გარეშე, ფეხბურთელს უმიზეზოდ აკრიტიკებენ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის შუახაზელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით