ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბას თხოვნით მიმართა !

10-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ნორვეგიელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას თხოვნით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტმა 26 წლის ფეხბურთელს, ინგლისურ გრანდში, კიდევ ერთი წლით დარჩენა შესთავაზა.

ცნობების მიხედვით, სოლსკიაერი ამ პერიოდის განმავლობაში, პოგბას გაუმჯობესებულ პირობებს და რაც მთავარია პროფესიონალურ დონეზე წარმატებას ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით