რაფა ბენიტესმა მიკელ არტეტას "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე უარის თქმა ურჩია !

10-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ნიუკასლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი რაფაელ ბენიტესი, კოლეგებს ინგლისური გუნდის თავკაცობაზე უარის თქმას ურჩევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახად, ბენისტესს პირდაპირი გასაუბრება ჰქონდა "მანჩესტერ სიტის" დამხმარე თავკაცთთან, მიკელ არტეტასთან, რომელიც "ნიუკასლის" შემდგომ ხელმძღვანელად განიხილებოდა.

ცნობების მიხედვით, სპეციალისტმა არტეტას, გუნდში არსებული მდგომარეობისა და ფინანსების ნაკლებობის გამო, არჩევანის სხვა კლუბზე გაკეთებისკენ უბიძგა.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი სულ ცოტა ხნის წინ, ჩინურ დალიან "იფანგში" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით