მაგუაერი "მანჩესტერში"?

10-07-2019, 13:09

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შეახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერის" ინგლისელი ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდებიან, დაცვის ხაზი ჰარი მაგუაირის გადმოიბირებით გააძლიერონ.

როგორც ცნობილია, "მანჩესტერის" მესვეურები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან "მელიებს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "იუნაიტედისა" ფეხბურთელის დამატებას, ასევე "მანჩესტერ სიტიც" ეცდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით