ფრენკი დე იონგი: "მეგონა რომ "ბარსელონაში" გადმოსვლამდე, "არსენალში" ვითამაშებდი"

11-07-2019, 02:18

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, მის ტრანსფერზე საუბრობს:

"პატარაობაში ესპანურ გრანდთან ერთად ყველაზე მეტად, ლონდონის "არსენალის" თამაშის ყურება მიყვარდა, თავდაპირველად მეგონა რომ "ბარსელონაში" თამაშამდე, აუცილებლად მომიწევდა "მეთოფეების" რიგებში ასპარეზობა."

"ჰოლანდია - ინგლისი - ესპანეთი, ეს მარკ ოვერმარსის მიერ შედგენილი კარიერის სრულყოფილი გეგმაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 21 წლის მოთამაშე, "ბლაუგრანას" ფეხბურთელად, "კამპ ნოუზე" რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით