"რომა" ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერს უახლოვდება !

11-07-2019, 02:25

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "რომა", ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველის, ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქელები მზად არიან 30 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თაბხა სრულად გადაიხადონ, რომელიც ამჟამად 25 მილიონ გირვანქას შეადგენს.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემმა" შესაძლოა ალდერვეირელდის გასხვისება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოინდომოს თუ სანაცვლოდ, ახალგაზრდა იტალიელ ნახევარმცველს, ნიკოლო ძანიოლოს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით