მარკუს რაშფორდი: "გასული სეზონის შედეგი ჩვენს შესაძლებლობებს ზუსტად ვერ ასახავს

11-07-2019, 02:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი, მომავალ სეზონზე საუბრობს:

"პრემიერ ლიგის წინა გათამაშება საკმაოდ ცუდად დავიწყეთ და წარუმატებლობის შეგრძნება ამის გამო, თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ვერ მოვიშორეთ."

"რა თქმა უნდა ეს ყოველივე ჩვენს შესაძლებლობებს ზუსტად ვერ ასახავს, რის დამტკიცებასაც მომდევნო სეზონში აუცილებლად ვეცდებით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 21 წლის შემტევმა, სულ ცოტა ხნის წინ, მანჩესტერულ გრანდთან კონტრაქტი, 4 წლით გაახანგრძლივა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით