"მანჩესტერ სიტი" მზადაა ჟოაო კანსელოს სანაცვლოდ 50 მილიონი გირვანქა გადაიხადოს !

11-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაო კანსელოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 50 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ტურინულ გრანდს სურს გაცვლაში უკრაინელი ნახევარმცველი, ალექსანდრ ზინჩენკოც ჩართოს, თუმცა ამ შემოთავაზებაზე თანხმობა, "ქალაქელებს" ჯერ არ განუცხადებიათ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით