"იუვენტუსი" მატეის დე ლიხტის ტრანსფერის დასრულებას, მომდევნო კვირაში ეცდება !

11-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების წარმატებით გამართვის შემდეგ, ტურინელებს იმედი აქვთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმეს, მომდევნო კვირაში დაასრულებენ.

ცნობების მიხედვით, ჰოლანდიური და იტალიური გრანდები მოთამაშის ფასზეც შეჯერდნენ და დე ლიხტი, 90 მილიონ ევროდ შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მცველის გადაბირებით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით