"რეალი" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერისთვის ემზდება

11-07-2019, 10:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერს, კიდევ უფრო მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი მზადაა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 150 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, თუ პოგბას გადაბირება "ლოს ბლანკოსში" ამ დასახებული თანხით მოხდება, მაშინ ეს ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით