დე ლაურენტისი: "რეალი" ძალიან დიდ თანხას ითხოვს"

11-07-2019, 16:57

იტალიის "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ხამეს როდრიგესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"მესის და რონალდუს შემდეგ, ხამესი მედიაში ყველაზე პოპულალური ფეხბურთელია. კარლო ანჩელოტის ის ძალიან მოსწონს, თუმცა "რეალი" ტრანსფერში ზედმეტად დიდ თანხას ითხოვს", - განაცხადა იტალიური კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ორწლიანი იჯარის შემდეგ, ხამეს როდრიგესი ზაფხულის დასაწყიში "ბაიერნიდა" "რეალში" დაბრუნდა, თუმცა ზიდანმა მისი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ნეაპოლური კლუბს კი ხამესის დამატება იჯარის წესით და 40 მილიონიანი გამოსყიდვის ვალდებულებით სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით