სკარონი: "ის მოფლიოში საუკეთესო იქნება"

11-07-2019, 17:59

იტალიური "მილანის" პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ მედიის წარმომადგენლებთან "სანსიროს" დესტრუქციისა და ხალი სტადიონის შესახებ ისაუბრა.

"ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი. ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ დოკუმენტაციები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი წარმატებით დაიწყო".

"ქალაქმა მილანმა დაიმსახურა გასართობი ცენტრი, სადაც სპორტული და მუსიკალური ივენთები გაიმართება. გარდა ამისა, ადგილზე რესტორნები და სავაჭრო ობიექტებიც იქნება".

"ამ ეტაპზე, ფინანსურ საკითხზე საუბარი ადრეა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონი ევრო იქნება და პროექტი 2023 წელს დასრულდება", - განაცხადა სკარონიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით