ზიდანი: "რეალიდან" წასვლა ჩემთვის უკეთესი იქნება"

11-07-2019, 23:58

მადრიდის "რეალის" ყოფილი გოლკიპერი და გუნდის თავკაცის, ზინედინ ზიდანის ვაჟი, ლუკა ზიდანი, მის მომავალზე საუბრობს:

"შემოთავაზება რამდენიმე კლუბისგან მივიღე, თუმცა ყველაზე მეტად, "რასინგში" თამაშის პერსპექტივით მოვიხიბლე."

"იმედი მაქვს ამ ისტორიით მდიდარ გუნდში წარმატების მიღწევას მოვახერხებ, რაც შეეხება "რეალს", ვფიქრობ მადრიდული გრანდის დატოვება ჩემი წინსვლისთვის უკეთესი იქნება, ვინაიდან აქ, ბევრად უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 21 წლის მეკარე "ლოს ბლანკოსის" რიგებში, 2014 წლიდან ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით