კოვაჩი: "ის კონკურენციას გაექცა"

11-07-2019, 22:22

ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნის" რიგები 30 წლის მატს ჰუმელსმა დატოვა.

"რეკორდმეისტერების" მთავარმა მწრთვნელმა აღნიშნულის შესახებ მედიის წარმომადგენლებთამ ისაუბრა.

"მატსმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, ის განსაკუთრებულად მეორე ნახევარში დაგვეხმარა".

"როგორც ული ჰიონესმა ( პრეზიდენტი) თქვა, მატსი სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენთან მოვიდა და გვკითხა, თუ რა გეგმები გვქონდა მასთან დაკავშირებით მომავალში".

"ნიკლას ზულემ ბრწყინვალედ იმუშავა გასულ სეზონში, ის გერმანიის ნაკრების ძირითადში თამაშობს. ამასთანავე ლუკასი შევიძინეთ, რომელსაც ცენტრალურ მცველად თამაში სურს".

"ჩვენ მას კონკურენცია შევთავაზეთ, თუმცა ის ამას გაექცა. კონკურენცია ნიშნავს იმას, ორმ საუკეთესო ითამაშებს. ჩვენ შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ახლა ის "ბორუსიას" ფეხბურთელია", – განაცხადა ნიკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით