"პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის შემცვლელის ტრანსფერს უახლოვდება !

12-07-2019, 00:02

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა", ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი, 27 წლის თავდამსხმელის წასვლის შემთხვევაში, "მანჩესტერ სიტის" გერმანელი შემტევის, ლეროი სანეს გადაბირებას შეეცდება.

ცნობების მიხედვით, "პსჟ-ს" სანეს ტრანსფერისთვის კონკურენციის გაწევა, მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს, რომელიც 23 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, 70 მილიონ ევროს იმეტებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი "ქალაქელთა" რიგებში, 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "შალკედან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით