არგენტინელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

12-07-2019, 00:12

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, 11 ივლისს, არგენტინაში კერძოდ კი ქალაქ რეკონკისტას მახლობელ სოფელში, 17 წლის გოლკიპერი, რამონ ისმაელ კორონელი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონელი 11 მეტრიანების სერიაში იღებდა მონაწილეობას, სადაც გადამწყვეტი პენალტის მოგერიების შემდეგ, გულშემატკივრებისკენ გაემართა.

ცნობების მიხედვით, სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა ფეხბურთელი გაზონზე, უგონოდ დაეცა, შეშინებულმა თანაგუნდელებმა ის საავადმყოფოში მანქანით გადაიყვანეს.

ექიმების თქმით რამონს გულის შეტევა ჰქონდა და დაგვიანებულმა დახმარებამ მოთამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ამ მოვლენას ერთი სკანდალიც მოჰყვა, ვინადაინაც საკმაოდ მჭიდრო დასახლებაში, სასწრაფო-სამაშველო დახმარების ჯგუფი, ვერ მოიძებნა. რასაც საბოლოოდ ფეხბურთელის სიცოცხლე შეეწირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით